Политика возврата средств

დაბრუნების პოლიტიკა


ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს პროდუქცია 14(თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული. ამისათვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის საშუალებით: newshopgerogia@gmail.com

შეძინილი პროდუქციის დაბრუნების უფლება, მომხმარებელს აქვს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს პირველადი სასაქონლო სახე  და უნდა იყოს იმ მგომარეობაში, რა მდგომარეობაშც განხორციელდა მისი შეძენა.

ნივთის დაბრუნების დროს პროდუქტს თან უნდა ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და დოკმენტი.(თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს და გამოაგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ შემდეგ  ელ.ფოსტაზე:newshopgerogia@gmail.com სადაც მითითებული ინება შემდეგი ინფორმაცია:

  • მოვაჭრის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, 
  • შეკვეთის თარიღი;
  • შეკვეთის მიღების ნომერი;
  • შეკვეთის მიღების თარიღი;
  • მომხმარებლის სახელი;
  • მომხმარებლის მისამართი;
  • მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული)
  • ფორმის შევსების თარიღი.

ნივთის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის მიტანა შესაბამის მისამართზე: კრისტიან სტივენის 57 

პროდუქტის ტრანსპორტირებისას დაზიანების/გაფუჭების რისკი სრულად გადადის მომხმარებელზე.

მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება და გასწიოს დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად.

გამყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას ნივთობრივად უნაკლო საქონლის დაბრუნებაზე/შეცვლაზე დამატებითი დასაბუთების გარეშე. დაბრუნებას/შეცვლას არცერთ შემთხვევაში არ დაექვემდებარება ნივთობრივად უნაკლო, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული საქონელი.

ნივთობრივად ნაკლიანი საქონლის შემთხვევაში მყიდველი უფლებამოსილია დააბრუნოს/შეცვალოს საქონელი მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში  დაბრუნებული საქონლის ღირებულება ანაზღაურდება სრულად,  საქონლის დაბრუნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

დაბრუნებას ექვემდებარე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (30 ლარამდე ნივთები)

წინამდებარე დოკუმენტი შედგენილია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით